თელავის ზოგიერთ უბანს და სოფელს წყალი შეზღუდვით მიეწოდება
როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების ტექნიკური სამსახურის უფროსმა დევი თუშიშვილმა knews.ge-ს განუცხადა, იმ უბნებს, რომელთაც საქართველოს გაერთიანების წყალმომარაგების კომპანია ემსახურება, წყალი გრაფიკით მიეწოდება, თუმცა სოფლების მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას წყლის მიწოდების გაუმჯობესებას სთხოვს.
მაგალითად, გასული 10 დღის მანძლზე წყლის მიწოდება აკურის რამდენიმე უბანს შეწყვეტილი აქვს.
სასმელი წყლის პრობლემა აქვს ქალაქ თელავის ზოგიერთ უბანს და თვითმმართველი თემის მუნიციპალიტეტის სოფლებსაც.
ლალი სუხიტაშვილი, კისისხევში მცხოვრები:
,,სოფელში სასმელი წყალი დილის 7 საათზე მოდის და ისიც მხოლოდ 15 წუთით”.