ახალი ამბები

ღვარცოფული მდინარეები და ხევები კახეთში- ინფოგრაფიკა

სტიქია კახეთს ყოველ წელს უტევს. ძლიერი სტიქიები გასულ წლებში, რეგიონში არაერთხელ მოხდა, რომელმაც დიდი ზარალი მიაყენა მოსახლეობას.
ექსპერტების თქმით, კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია ღვარცოფული ხევები, სადაც არსებული სიტუაციის მონიტორინგი უწყვეტად უნდა ხდებოდეს.
გარემოს დაცვის ექსპერტი, კახა სუხიტაშვილი აცხადებს, რომ კახეთის რეგიონში ხევების უმეტესობა არის ღვარცოფული ხასიათის. მისი თქმით, მარტო ცივ გომბორის ქედზე ასობით ნელი მოქმედების ბომბია. მისი თქმით, მხოლოდ ზემო ხოდაშნის ხევში 20-ზე მეტი მეწყრული სხეულია იდენტიფიცირებული. იგი ამბობს, რომ არავინ იცის კახეთის მდინარეთა ხეობებში არსებული ეს პროცესები როდის დაგვაყენებენ ფაქტის წინაზე.

ნახეთ ვრცლად აღნიშნულ საკითხზე მომზადებული ინფოგრაფიკა:

ხევები by Maka khaziuri

 

ნახეთ ვრცლად ასევე აღნიშნულ საკითხზე მომზადებული მასალები:

კახა სუხიტაშვილი-ცივ გომბორის ქედზე ასობით ნელი მოქმედების ბომბია

რა მდგომარეობაშია ხევები გურჯაანის მუნიციპალიტეტში

კლიმატის ცვლილებები, სტიქიური საფრთხეები და მოსალოდნელი შედეგები