კახა სუხიტაშვილი-ცივ გომბორის ქედზე ასობით ნელი მოქმედების ბომბია
მდგრადი განვითარების რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი, “ნატურისტორიუმის” დამფუძნებელი კახა სუხიტაშვილი აცხადებს, რომ სახელწიფომ მწვანე ეკონომიკის განვითარება უნდა გამოაცხადოს პრიორიტერულ მიმართულებად.
ის რაჭაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აცხადებს, რომ სხვა რეგიონებში მსგავსი პროცესების თავიდან ასაცილებლად, გარემოს ეროვნულ სააგენტოს უნდა ქონდეს რეგიონული წარმომადგენლობები სადაც გეოლოგები, გეოგრაფები და მეტყევეები სრულ შტატზე თუ არა ხელშეკრულებებით მაინც იქნებიან დაკავებულნი. ინფორმაციას კახა სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
საუბრისას ის ეხება კახეთის ტყეებში არსებულ სიტუაციას და აცხადებს, რომ კახეთში არსებულ ხევებში ბევრი მეწყრული სხეულია იდენტიფიცირებული.
,,სამი დღეა დავწერ და ვშლი ჩემ აზრს. ახლა მეგობარს საკმაოდ ემოციურად ვესაუბრებოდი იმაზე რაც ხდება რაჭაში. იმის გააზრება, თუ რა დიდი ადამიანური დანაკარგია ისედაც დემოგრაფიულად მილევადი ქვეყნისთვის, რამდენად ძლიერი სულიერი ტანჯვაა დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებისთვის ეს ყველაფერი და მიმდინარე გლობალური პროცესების ფონზე რამდენად არ არის მზად საქართველო ბევრი მიზეზის გამო- მკლავს.
ჩვენ, ჩვენი თავები ღმერთები რომ გვგონია ასე არ არის და ბუნებას სულ არ აინტერესებს კაცობრიობა იარსებებს თუ არა, ის კოსმოსური დონის პროცესების ნაწილია. მე ნამდვილად ვერ გამოვდგები რომელიმე მთავრობის მაქებრად, ვერც ისტერიულად მაკრიტიკებლად-ვიცი მხოლოდ ერთი, რომ საქართველოში გარემოსდაცვითი პოლიტიკა არასდროს ყოფილა რეალურ საჭიროებებზე მორგებული ვინაიდან ყოველთვის წინ დგას ფული. მოკლედ მოვყვები ჩემი აზრით რა უნდა გაკეთდეს, სამომავლოდ რომ ავიცილოთ თავიდან ეს უბედურება. უპირველესაც ვიცი რომ ბევრი გადაწყვეტილების მიმღები პირი წაიკითხავს ამ პოსტს და გონზე მოსვლას ვუსურვებ მათ. ჩემი აზრი იყოფა ორ ნაწილად სტრატეგიულ და ტექნიკურ ნაწილებად, თუმცა ახლა სტრატეგიულს შევეხები:
1. ბოლოს და ბოლოს სახელწიფომ გარემოსდაცვა, მწვანე ეკონომიკის განვითარება უნდა გამოაცხადოს პრიორიტერულ მიმართულებად.
2. შესაბამისად გარემოსდავცითი, დედამიწის შემსწავლელი სამეცნიერო თუ ტექნიკური ხასიათის კვლევების რაოდენობა 1-10 ად უნდა გადაზრდოს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
3. გარემოს ეროვნულ სააგენტოს უნდა ქონდეს მინიმუმ რეგიონული წარმომადგენლობები სადაც გეოლოგები, გეოგრაფები და მეტყევეები სრულ შტატზე თუ არა ხელშეკრულებებით მაინც იქნებიან დაკავებულნი.
4. ადრე იყო და მერე გაუქმდა მუნიციპალიტეტებში გარემოსდაცვის ჯერ გამყოფილებები და მერე სპეციალისტები. მნიშვნელოვანია რომ ეს შტატი ისევ დაემატოს მინიმუმ-2 ადამიანის შემადგენლობით და კოორდინირებულად მუშაობდეს გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლებთან. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტები ნაწილობრივ მაინც უნდა მორგებულ აღნიშნულ გამოწვევებს.
5. რეგიონული უნივერსიტეტებში თითქმის ყველგან (მაგ: თესაუში) ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი მილევადია) არადა პირიქით პრიორიტერი უნდა გახდეს მომავალი ბიოლოგების, ეკოლოგების, კლიმატოლოგების, გეოლოგების მომზადება ადგილზე, პრაქტიკები ადგილზე და მომზადებულმა კადრი რუკებიდან კი არა ფიზიკურად ცნობდეს მოწვლად ადგილებს (ეს მარტო კატასტროფებს არ ეხება)
6. უნდა გაძლიერდეს ე.წ. სამოქალაქო მეცნიერების- როგორც არაფორმალური განათლების მიდგომის განვითარება (ამის მაგალითი იყო ჩემს მიერ ინიცირებული და თელავის ტექნო პარკისა და ინოვაციების სკოლის მიერ განხორციელებული პროექტი ბიონიკის შესახებ). ასევე მაქვს 3 მსგავსი პროექტი და ვეცდები სხვა თელავის და სხვა ტექნიპარკებთან თანამშრომლობას. 3 წელია კახეთში არსებულ ორგანიზაციებს ვინც დემოკრატიის მიმართულებით მუშაობენ ვეხვეწები რომ ინტენციური ტრენინგების და პრაქტიკული კურსი გავაკეთო გარემოსდაცვითი დემოკრატიის, მმართველობისა და აღსრულების საკითხებზე მაგრამ, მაგრამ გარემოსდაცვითი დემოკრატია დემოკრატიად არ მიიჩნევა (იმედია ეს მიდგომა შეიცვლება)
7. უნდა გაძლიერდეს სკოლებში- კონკრეტულ გარემოსდაცვით პრობლემებზე მუშაობა როგორც სამეცნიერო ასევე ტექნოლოგიური ხაზით (ეს უბრალოდ ისრების ცვლილების თემაა)
8. გარემოსდაცვითი სწავლება კი ბაღიდან უნდა დაიწყოს და აქაც უკვე ვმუშაობ პროექტზე რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტს შევთავაზებ 2024 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად, სხვა მუნიციპალიტეტებთანაც ვითანამშრომლებ რათქმაუნდა”,- ამბობს კახა სუხიტაშვილი.
კახა სუხიტაშვილი ასევე კახეთის ტყეებში არსებულ პრობლემებზე და დღეისთვის არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.
,,არსებული კლასიფიკაციით კახეთის ტყეები ხანძარშაშიშროების კლასიფიკაციით დაბალ და საშუალო რისკის მქონე მიეკუთვნება. განსაკუთრებით მოწყვლადია კახეთის კავკასიონის დაბალმთიანი ზონა-ვინაიდან სამხრეთი კალთაა მზისკენ არის მიფიცხებული ასევე, ასევე მოწყვლადი ზონაა ცივ-გომბორის ქედის სამხრეთი კალთები საგარეჯოს და ნაწილობრივ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ა.შ. ასეა თუ ისე კახეთის რეგიონში საბედნიეროთ დამანგრეველი ხანძრები არ გვქონია, მითუმეტეს ხანძრების უმეტესობა აქაც ადამიანების დაუდევრობის ან მავნებლობის შედეგია.
ჩვენი ტყეების უდიდესი პრობლემა სულ სხვა სტიქიურ პროცესში მდგომარეობს და მას რეგიონის ტყეების ქვეშ არსებული გეომორფოლოგიური პროცესები ქვია, მხოლოდ ზემო ხოდაშნის ხევში 20-ზე მეტი მეწყრული სხეულია იდენტიფიცირებული და ამ ეროზული პროცესების კატალიზატორი ტყეების განადგურებაა რომლებიც აკავებენ გრუნტს ერთ ადგილას. არავინ იცის კახეთის მდინარეთა ხეობებში არსებული ეს პროცესები როდის იყვიან სათქმელს და როდის დაგვაყენებენ ფაქტის წინაზე, დიახ არავინ იცის.
ცივ-გომბორის ქედის თხემური ნაწილის უზარმაზარი მეწყერებიც დიდი ალბათობით ტყეების განადგურების შედეგად არის წარმოქმნილი. (გომბორის უღელტეხილიდან კარგად ჩანს ყველაფერი) ისე რომ ცივ გომბორის ქედზე ასობით ნელი მოქმედების ბომბია. რაც შეეხება კახეთის კავკასიონს ამაზე მოგვიანებით დავწერ. უნდა გამოვიფხიკოთ ყურები თორემ წაგვიღებს ბუნება, დამიჯერეთ ასე იქნება’‘,- აცხადებს კახა სუხიტაშვილი.
ფოტო არქივიდან.