ახალი ამბები

ყვარელსა და თელავში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

ვირუსი დაუფიქსირდა ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთ სოფელში მცხოვრებ შუახნის ასაკის ცოლ- ქმარს. გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსი მათ თბილისიდან ჩასული შვილისგან გადაედოთ.
კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა თელავის მუნიციპალიტეტშიც. 30 წლამდე ასაკის და-ძმას ვირუსი მამისაგან გადაედოთ.
ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა ასევე თელავში მცხოვრებ ახალგაზრდა ცოლ- ქმარსაც, რომლებიც სამკურნალოდ ბინაზე იმყოფებოდნენ. მათი ინფიცირების წყარო, კი სავარაუდოდ შემოსავლების სამსახურის თანამშრომელია.
გარდა ამისა, კორონავირუსი თელავში მცხოვრები ოჯახის ოთხ წევრსაც დაუდასტურდა, რომლებიც ასევე შემოსავლების სამსახურის თანამშროისგან დაინფიცირდნენ.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთის მუნიციპალიტეტებში ყველაზე მეტი, 45 ინფიცირებული თელავშია. მთლიანად რეგიონში კი ლაბორატორიულად დადასტურებული 181 შემთხვევაა დაფიქსირებული.