თელავის მე- 20 კადრირებული ბრიგადის საველე ბატალიონში კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა
კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის საველე ბატალიონში.
გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსი სოფელ პალდოში დისლოცირებულ საველე ბატალიონის ოფიცერს დაუდასტურდა.
ოფიცერი ორი კვირის წინ ავღანეთში მივლინებით იმყოფებოდა და საიდანაც ჯანმრთელი დაბრუნდა. არსებული ინფორმაციით, ვირუსი მას, სავარაუდოდ ინფიცირებული მეგობრისგან გადაედო.
დაინფიცირებულთან კავშირში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილები.
პალდოს საველე ბატალიონი დაკეტილია და ფუნქციონირებას სავარაუდოდ ორ კვირაში გააგრძელებს.