ახალი ამბები

დღეიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეიდან კახეთში ამინდი გაუარესდება.

უამინდობა 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და სეტყვა .

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მარიამ ოქროცვარიძე