თელავში ახალგაზრდა ქალი პოლიტიკოსების გააქტიურების აუცილებლობაზე იმსჯელეს
თელავში გაეროს საგრანტო პროექტის ,,ახალგაზრდა პოლიტიკოსები ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისთვის” ფარგლებში, ახალგაზრდა ქალი პოლიტიკოსების გაძლიერების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
ორდღიანი ტრენინგ კურსის ფარგლებში, თითოეული პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთიდან ორი-ორი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.
ტრენინგის ჩატარების მიზანს კი ახალგაზრდებისთვის დებატების ტექნიკის შესწავლა იყო.
პროექტის ხელმძღვანელის, გვანცა მოლაშვილის თქმით, ახალგაზრდებმა პროექტის ფარგლებში თავად გამართეს დებატები, რომლის შემდეგაც გამოვლინდა გამარჯვებული და მათ საჩუქრად ბიბლუსის წიგნები გადაეცათ.
” პროგრამა და ახალგაზრდების ჩართულობა ემსახურება იმას, რომ ქალები გაძლიერდნენ პოლიტიკაში. ჩვენი ლოზუნგი არის, მეტი ქალი პოლიტიკაში”– განუცხადა knews.ge გვანცა მოლაშვილმა.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე.