როგორ მუშაობდა 100 წლის წინ ადგილობრივი თვითმმართველობა
ისტორიკოსები 100 წლის წინ არსებულ თვითმმართველობაზე და მის სიძლიერეზე საუბრობენ. მათი განმარტებით, მაშინ საქართველოში თვითმმართველბა ძლიერი, საზოგადოება კი ენთუზიაზმით სავსე და აქტიური იყო.
ისტორიკოს დავით ლოსაბერიძეს თქმით, 100 წლის წინანდელი თვითმმართველობა განვითარების მაღალ ეტაპებზე იყო, თუმცა მასზე უარყოფითად საბჭოთა ოკუპაციამ იმოქმედა.
,,მაშინ საქართველოში თვითმმართველობები იყო ძლიერი, რომელმაც განვითარება შეწყვიტა საბჭოთა ოკუპაციის გამო 1921 წელს.
100 წელი გავიდა პირველი თვითმმართველობის არჩევნებიდან და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მსოფლიოში არ იყო სიმშვიდე და კარგი მდგომარეობა, ამ დროს საქართველომ სულ რაღაც 2 წელიწადნახევაში გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ახლა საოცნებოა. უნდა ვისურვოთ, რომ საერთაშორისო დახმარებით საქართველომ ახლა მაინც მიაღწიოს იმ დონის ნახევარს, რაც ადრე იყო.
ცალკე სფეროა, თუ როგორ ეწინააღმდეგებოდა ხალხი ოკუპაციას და ეს არ არის მხოლოდ ერთი და ორი ადამიანის მცდელობა. მაშინ მთლიანად სოფლის მოსახლეობა მიდიოდა ბოლშევიკურ ფსევდოარჩევნებზე და აცხადებდა, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევებში. ეს ხდებოდა მთელს საქართველოში ქართულ და არაქართულ დასახლებაში. ეს იყო საოცარი პროტესტი და მზაობა. მე ვისურვებდი, რომ იმ ენთუზიაზმის ნახევარი, რაც ადრე ქართულ საზოგადოებას გააჩნდა, ახლა გვქონდეს’’, – ამბობს დავით ლოსაბერიძე.