თელავში ჯაზ-კონცერტი გაიმართება
„გიორგი კიკნაძის კვარტეტი“ თელავში „paysage“ ჯაზ-კონცერტებს გამართავს.
12 ოქტომბერს, 19:00საათზე, თელავის თეატრის მცირე დარბაზში, მაყურებლისთვის დაუკრავენ კვარტეტის წევრები, ფრანკ დელე, ლუკას კლაპი, კონრად ულრიხი – დასარტყამი და გიორგი კიკნაძე.
Paysage კონცერტების სერიის ორგანიზატორია Kavkazz Jazz. კონცერტების სერია ტარდება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით. ღონისძიების პარტნიორები არიან: Mercury Hotel და Ibis Styles Tbilisi Center.
ნიკოლოზ ესიტაშვილი