სიღნაღი- თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა
სიღნაღი – თბილისის მიმართულებით მგზავრობა 1 ლარით გაძვირდა.
ადგილობრივების თქმით, უკვე მეორე კვირაა ისინი 6-ის ნაცვლად სამარშუტო ტაქსით მგზავრობაში 7 ლარს იხდიან.
,,ტაქსებით გადაადგილება რა თქმა უნდა ძვირია და მისი ფასი მუდმივად იზრდება, მაგრამ სიღნაღიდან თბილისის მიმართულებით ახლა სამარშუტო ტაქსით გადაადგილების თანხა გაძვირდა. ეს ძალიან ცუდია და უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ისედაც მძიმე სოციალურ პირობებზე”,- განუცხადეს knews.ge-ს სიღნაღში მცხოვრებლებმა.