ახალი ამბები

23 ივნისს სიღნაღი-ანაგას გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზაზე, 23 ივნისს, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 10-დან 18 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ აღნიშნული დროის შუალედში გზა პერიოდულად გაიხსნება.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს საპატრულო პოლიციის და შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ღონისძიება „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, „თბილისის ერთიანი საავტომობილო ფედერაციის“ ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით ტარდება.