სიღნაღის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შუადღემდე აღდგება
გუშინ ღამით მოსული ძლიერი წვიმის და ქარის გამო სიღნაღის მუნიციპალიტეტის 6 სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.
როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, გადამცემი ხაზების დაზიანების გამო ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიწოდება სოფლებს: ანაგას, ვაქირს, ბოდბისხევს, ქ. წნორის ნაწილს, ზემო ბოდბესა და ნუკრიანს.
,,პრობლემის აღმოსაფხვრელად დილიდან ,,ენერგო პრო ჯორჯიას” საავარიო სამსახური ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგებლები მუშაობენ. სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შუადღემდე აღუდგებათ”,- განაცხადეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.