ადიდებულმა ალაზანმა პანკისში ჰესის მშენებელი კომპანიის ტრაქტორი წაიღო
პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში, ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორი, რომელსაც 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირების დროს ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს, ადიდებულმა მდინარე ალაზანმა წაიღო.
შემთხვევის ამსახველი ფოტო ადგილობრივმა სულხან ბორძიკაშვილმა გაავრცელა.
შეგახსნებთ, რომ 21 აპრილს პანკისის ხეობის მაცხოვრებლებმა ჰესის მშენებლობის დაწყება გააპროტესტეს. ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის მანქანებსა და ტრაქტორს. სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, შსს-ს მონაცემებით, 55 ადამიანი დაშავდა – 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე.