მეწყერმა თუშეთის გზის რამდენიმე მონაკვეთი ჩამოშალა
გადაუღებელმა წვიმის შედეგად ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაიხერგა.
როგორც “კახეთის ხმას” ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა განუცხადა, სტიქიის შედეგად თუშეთისკენ მიმავალი გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა.
“თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩემი წარმომადგენელი გავგზავნე, რათა გაეგო, რა მდგომარეობაა თუშეთის გზაზე. ლადო კახოიძე სოფელ ფშაველთან გაჩერდა, რაც ერთ-ერთი მონაკვეთია, რომელიც წვიმამ წაიღო. მდინარე სტორი კალაპოტიდან გადმოვიდა, რომელმაც გამოიწვია თუშეთის გზის ჩახერგვა.
გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერია ჩამოსული. სტიქიის ზონაში შესაბამისი ტექნიკა უკვე მუშაობს, თუმცა ჩვენი რესურსით ვერ შევძლებთ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას”, – განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი