ახალი ამბები

საგა – პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია ლაგოდეხში

საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (საგა)1998 წელს ლაგოდეხში დაარსდა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: რეგიონში თვითმმართველობის, ახალგაზრდებისა და ქალთა გაძლიერება, სათემო ინიციატივების წახალისება, გარემოს დაცვა და სხვა.

ორგანიზაცია ახორციელებს სამოქალაქო ინტრესთა დაცვის კამპანიებს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მონიტორინგს, ატარებს კვლევებს და ამზადებს შესაბამის ანგარიშებს, შეიმუშავებს და ავრცელებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალებს, ორგანიზებას უწევს ტრენინგებს, თოქ-შოუებს, სხვდასხვა სახის აქციასა და ღონისძიებას. ასოციაცია აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ადგილობრივ, აქტიურ ადამიანებს – იურისტებს, ეკონომისტებს, პედაგოგებს, სოციოლოგებს, ჟურნალისტებს.

გიორგი ბოკერია-საგას დირექტორი:
,,საგას მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობათა განვითარებას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობის შექმნას. საგას საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაა, რომლის ფარგლებშიც, რაიონულ ცენტრს მოშორებულ სოფლებში აყალიბებს ქალთა და ახალგაზრდობის სათემო ჯგუფებს რომლებიც, თავის მხრივ, წარმატებით მუშაობენ და ზრუნავენ სოფლად მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების განვითარებაზე.

აქტიურად ვმუშაობთ კახეთის რეგიონის თვითმმართველობაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემების მიმართულებით, რითაც ხელს უწყობს რეგიონში სოციალურად დაუცველი ჯგუფების გააქტიურებას, ინტერესთა დაცვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ორგანიზაცია უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და თვითმართველობის მონაწილეობით, საჭირო პროგრამების შემუშავებას და განმტკიცებას. 

თვითმმართველობის ორგანოთა განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საგა ახორცილებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ორგანოთა საქმიანობის სამართლებრივ და საბიუჯეტო პროცესების მონიტორინგს. ჩვენი საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულებაა ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა.

ორგანიზაცია მუდმივად მუშაობს მათი გააქტიურებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩასართავად, უზრუნველყოფს ხელისუფლებასა და ახალგაზრდებს შორის დიალოგის ორგანიზებას, არაფორმალური განათლების მიცემას, საუკეთესო ახალგაზრდული ინიციატივების გამოვლენას, მხარდაჭერასა და მათი განხორციელების ხელშეწყობას.

საგას საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება მოიცავს კახეთის რეგიონის სოფლებში თემის აქტიური ჯგუფების გამოვლენას და მათი ინიციატივების ფინანსურ მხარდაჭერას. ამ მიმართულებით გადაიჭრა არაერთი სოფლის პრობლემა – გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის ყოფითი პირობები. ახლა გვაქვს ორი მიმდინარე პროექტი, ქალთა გაძლიერების პროგრამა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება ლაგოდეხში. 

საგა მუდმივად თანამშრომლობს რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებთანაც აქვს ქსელური და კოალიციური მუშაობის დიდი გამოცდილება. დონორები არიან: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, ნიდერლანდების საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების ფონდი (NOVIB), ევროკავშირი, East-West Managment Institute, ,,Save the Childrens”, “ღია საზოგადოება – საქართველო”, UNDP და სხვა’’.