10 ოქტომბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება
შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან დროგამოშვებით ძლიერი.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და დილის საათებში უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +19, +24°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +12, +17°; მაღალ მთაში ღამით +3, +8°, დღისით +8, +13°.
თელავი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილით წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +11°.
ყვარელი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილით წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +12°.
საგარეჯო -დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილით წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +12°.
სიღნაღი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილით წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +12°.
დედოფლისწყარო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილით წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +12°.
ლაგოდეხი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილით წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +12°.

