ახალი ამბები

2025 წლის 9 თვეში საქართველოში 111,000 ახალი ავტომობილი დარეგისტრირდა – ბრენდების რეიტინგი

2025 წლის 9 თვეში საქართველოში 111,000 ახალი ავტომობილი დარეგისტრირდა, რის შედეგადაც ქვეყნის მთლიანი ავტოპარკი 5,4%-ით გაიზარდა – ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

შედარებისთვის, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყნის ავტოპარკი 91,000 ავტომობილით გაიზარდა, მთლიანად 2024 წელს კი 125,000-ით.

2025 წლის 9 თვეში რეგისტრირებულ ავტომობილებში 60% იყო ბენზინზე მომუშავე, ჰიბრიდებზე 24% მოდიოდა, დიზელზე 9%, ელექტრომობილებზე კი 5%.

რაც შეეხება ბრენდებს, მათ შორის Toyota-ს მარკის ავტომობილები ლიდერობს, მეორე პოზიციაზეა Ford-ი, მესამეზე კი Mercedes-ი.