ახალი ამბები

ახალი ამბები

თელავში საჯარო ლექცია თემაზე – ქალი ქრისტიანობაში – ევა თუ მარიამი გაიმართა

თელავის მედია კაფეში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე – „ქალი ქრისტიანობაში: ევა თუ მარიამი“.

თათა ცოფურაშვილი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ტრენერი:

,,ლექცია შეეხება ქალის როლის გაგებას ქრისტიანული სწავლების მიხედვით ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდან მოყოლებული თანამედროვეობამდე. რას ეფუძნებოდა ქალის სოციალური როლის შესახებ არსებული წარმოდგენები და რამ გამოიწვია მათი ცვალებადობა; როგორ გახდა ბიბლიური ტექსტი ქალის როლისა და დანიშნულების შესახებ ქრისტიანობაში არსებული წარმოდგენების ლიბერალიზაციის საფუძველი; ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მოძიებას ისახავს მიზნად ლექცია თემაზე „ქალი ქრისტიანობაში – ევა თუ მარიამი“
შეხვედრა გიმართა ,,ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ მიერ.

Read More
ახალი ამბები

მთავრობა სტრატეგიული ობიექტების ნუსხას ადგენს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობას სტრატეგიული ობიექტების ნუსხის დამტკიცება დაევალა.

Read More
ახალი ამბები

ხელისუფლება თვითმმართველ ორგანოებში დასაქმებულთა შემცირებას გეგმავს

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საჯარო მოხელეები დროებით მოვალეობის შემსრულებლებად აღარ ჩაითვლებიან, თუმცა თვითმმართველობის ორგანოებში მათი რაოდენობა, შესაძლოა, საგრძნობლად შემცირდეს.

Read More
ახალი ამბები

ბურების მიერ ახალი პროექტების განხორციელება ამ ეტაპზე არ განიხილება

აფრიკელი ბურები საქართველოში ინვესტიციების დაბანდებით კვლავ დაინტერესებულები არიან, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული პროექტები არ განიხილება.

Read More
ახალი ამბები

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 28 ქვეყნის პირველი პირი ხელმოწერით დაადასტურებს

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 28 ქვეყნის პირველი პირი ხელმოწერით დაადასტურებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება იქნება გარკვეულწილად კომპასი, რომელიც ევროკავშირს დაეხმარება შეაფასოს სტანდარტები, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ ევროპის სახლში საჯარო ლექციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთან კავშირები უფრო გაღრმავდება მას შემდეგ, რაც ივნისის ბოლოსთვის ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.
“თქვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა აერჩია დემოკრატიული მიმართულება როგორც გარანტია კეთილდღეობის და ქვეყნის ერთობის. ამ ხელშეკრულების ხელმოწერა არ გულისხმობს მხოლოდ თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების გამყარებას. ეს ნიშნავს თქვენს ქვეყანასა და ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გამყარებას. შესაბამისად, ამ დოკუმენტს ხელი მოეწერება 28 ქვეყნის პრეზიდენტის, ან პრემიერების მიერ”, – განაცხადა ჰერმან ვან რომპეიმ.

Read More
ახალი ამბები

სასოფლო მიწის საკუთრების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის შექმნის ვადები უცნობია

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ სახელმწიფო სტრატეგია ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია. ამ დროისთვის გაურკვეველია, როდის იქნება მზად მიწის რეგისტრაციისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემა, რომელზეც როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ორგანოში მუშაობენ.
როგორც commersant.ge–ს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა განუცხადა, იმისთვის, რომ კადასტრიზაციის საკითხი სამართლებრივად გამართული იყოს, საჭიროა მეტი კონსულტაციები და პოზიციების თანხვედრა, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.

Read More
ახალი ამბები

ზაზა დევიძე – თელავში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი აქტივისტები დღეს ქართული ოცნების წევრები არიან

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა დევიძემ პარტია დატოვა და ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსში“ გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა და კოალიციის დატოვების რამდენიმე მიზეზიც დაასახელა. 

Read More
ახალი ამბები

თელავში ბურჯანაძე ერთიან ოპოზიციას ბილბორდზე სარეკლამო ბანერების გაკვრის საშუალებას არ აძლევენ

,,ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” თელავის მერიის საკრებულოს პროპორციული სიის დეპუტატობის კანდიდატმა მაკა მოსიაშვილმა ჟურნალისტებისათვის ბრიფინგი გამართა.
მოსიაშვილის განცხადებით, სარეკლამო ბილბორდების მფლობელი კომპანია ,,ბურჯანაძე – ერთიან ოპოზიციას” სარეკლამო ბანერების განთავსებაზე უარს ეუბნება. 

Read More
ახალი ამბები

უჩა ნანუაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს დაბრკოლების შექმნაში ადანაშაულებს

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ნანუაშვილმა განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს დახურული დაწესებულებების მონიტორინგს, მათ შორის, დაუგეგმავი ვიზიტების განხორციელებას. მისი თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება როგორც დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლა, ისევე ინდივიდუალურ საკითხებზე რეაგირება. 
მისივე თქმით, სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულება აქვს სახალხო დამცველის აპარატს, როგორც პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, ხელი შეუწყოს ამ საქმიანობის განხორციელებაში.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ნებისმიერი სახის ხელშეშლა და დაბრკოლების შექმნა არის დასჯადი ქმედება. 
ნანუაშვილის განცხადებით, ბოლო დროს, განსაკუთრებით აპრილის თვეში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს ხელოვნურად დაბრკოლება შეუქმნეს. 

Read More
ახალი ამბები

სასკოლო სახელმძღვანელოები კვლავ უფასო იქნება

სასკოლო სახელმძღვანელოები კვლავ უფასო იქნება სასკოლო წიგნები იქნება უფასო, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს განაცხადა. როგორც სანიკიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროგრამა გრძელდება. 
სახელმძღვანელოები საჯარო სკოლებში უფასოდ პირველად გასულ სასწავლო წელს დარიგდა. 
ამასთან, იმ წიგნებში, რომლებიც სასწავლო წლის ბოლოსთვის მოხმარებისთვის ვარგისი აღარ იქნება, საფასურის გადახდა არის საჭირო

Read More