თელავში საჯარო ლექცია თემაზე – ქალი ქრისტიანობაში – ევა თუ მარიამი გაიმართა
თელავის მედია კაფეში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე – „ქალი ქრისტიანობაში: ევა თუ მარიამი“.
თათა ცოფურაშვილი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ტრენერი:
,,ლექცია შეეხება ქალის როლის გაგებას ქრისტიანული სწავლების მიხედვით ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდან მოყოლებული თანამედროვეობამდე. რას ეფუძნებოდა ქალის სოციალური როლის შესახებ არსებული წარმოდგენები და რამ გამოიწვია მათი ცვალებადობა; როგორ გახდა ბიბლიური ტექსტი ქალის როლისა და დანიშნულების შესახებ ქრისტიანობაში არსებული წარმოდგენების ლიბერალიზაციის საფუძველი; ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მოძიებას ისახავს მიზნად ლექცია თემაზე „ქალი ქრისტიანობაში – ევა თუ მარიამი“
შეხვედრა გიმართა ,,ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ მიერ.