ახალი ამბები

ცოცხლად მოყოლილი ამბები – მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ – ფილმის ჩვენება თელავში (VIDEO)

თელავში, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ აჩვენა დოკუმენტური ფილმი „ცოცხლად მოყოლილი ამბები – მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ“.
ფილმში საუბარია თაობაზე, რომელმაც გამოიარა საბჭოთა ტერორი, ნელ-ნელა ქრება. მათთან ერთად იკარგება მეხსიერება ასობით ათასი ადამიანის ტრაგედიის შესახებ.
დოკუმენტური ფილმის მთავარი გმირები არიან ქალები და მათი ოჯახები, რომლებიც თავად გახდნენ საქართველოში განხორციელებული მასობრივი რეპრესიების მსხვერპლები. ფილმში ისტორიებს ყვებიან ადამიანები, რომლებმაც თავად გადაიტანეს რეპრესიები და მათი შთამომავლები, რომლებმაც ეს ამბები გადმოცემით იციან.
ფილმში ისტორიებს ყვებიან: ნინო კიღურაძე, დიმიტრი ჯავახიძე, რაშიდ აჯოიანი, სედა აჯოიანი, იულია ტოლიკოვა, ლეილა მესხი, ლია ხუნდაძე.
დისკუსიას გაუძღვნენ ირაკლი ხვადაგიანი და დავით კოპალიანი – საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარები.
საქართველოს ქალაქებში დისკუსიების ციკლი ხორციელდება პროექტის „საბჭოთა წარსულის გააზრება“ ფარგლებში ფონდის „National Endowment for Democracy“-ს ფინანსური ხელშეწყობით.
ფილმი შეიქმნა პროექტის „დაკარგული ისტორია – მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ” ფარგლებში. გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით.