ახალი ამბები

ახალი ამბები

საქართველოს მთავრობა საგადასახადო არბიტრაჟის სისტემის შექმნას გეგმავს

საქართველოს მთავრობა წინა ხელისუფლების დროს გაუქმებული საგადასახადო არბიტრაჟის მსგავსი სისტემის შექმნას გეგმავს. კომერციული დავების განხილვის სისტემის შექმნის ინიციატივა პირველად პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტისას ჰარვარდის კლუბში გააჟღერა.

Read More
ახალი ამბები

რა თვისებების მატარებელი უნდა იყოს თელავის მერი

kakhetinews.ge-მ თელავში ჩაატარა გამოკითხვა იმის შესახებ თუ რა თვისებების მატარებელი უნდა იყოს თელავის მერი.  თელაველების თქმით, ქალაქის მომავალი მერი უნდა იყოს გულისხმიერი, განათლებული და უყვარდეს თელავი.

Read More
ახალი ამბები

სკოლის ატესტატის გარეშე 1500-ზე მეტი მეთორმეტეკლასელი დარჩა

ივა მინდაძის თქმით, თითქმის ყველა გამოცდა ერთნაირი სირთულის იყო თუმცა შედეგებიდან გამომდინარე, მოსწავლეებს ყველაზე მეტად რუსული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება გაუჭირდათ. 
რაც შეეხება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, ტესტებში არსებულ შეცდომებთან და ტექნიკულ პრობლემებთან დაკავშირებით – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე აცხადებს, რომ ხმები გაზვიადებულია.

Read More
ახალი ამბები

ახალ საწარმოებს საგანგებო ხელშეწყობა ექნებათ

შეღავათების მისაღებად აუცილებელი პირობაა, რომ მეწარმემ ახალი საწარმო გახსნას.

1-ლი ივნისიდან სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” იწყება, რომლის მიზანიც ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაა. შეღავათების მისაღებად აუცილებელი პირობაა, რომ მეწარმემ ახალი საწარმო გახსნას. პროგრამის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარია, აქედან სოფლის მეურნეობისთვის 30 მილიონი დაიხარჯება, ხოლო ინდუსტრიული წარმოებისთვის – 16 მილიონი.
“აწარმოე საქართველოში” სამი კომპონენტისგან შედგება: ფინანსური, უძრავი ქონებისა და კონსულტაციების. სესხის მოცულობის ქვედა ზღვარი – 150 ათასი დოლარი, ზედა კი 2 მილიონი დოლარია.

Read More
ახალი ამბები

თელავის მერის 6 კანდიდატი საჯარო დებატებში ჩაერთო

თელავის მერის 6 კანდიდატი არასამთავრობო და რეგიონული მედიის წარმომადგენელს შეხვდა. 
  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ თელავის მერობის კანდიდატების საჯარო დებატები გაიმართა. დებატებში მონაწილეობის მისაღებად  მერის არჩევნებში რეგისტრირებული 7 კანდიდატი იყო მოწვეული.

Read More
ახალი ამბები

,,ქართული ოცნების” თელავის მერობის კანდიდატი სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა

კოალიცია ,,ქართული ოცნების“ თელავის მერობის კანდიდატმა, პლატონ კალმახელიძემ, თელავის ბაგა–ბაღების ხელმძღვანელებთან, პედაგოგებთან და აღმზრდელებთან, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შეხვედრა გამართა.

Read More
ახალი ამბები

შალვა ფიფია – მთელი რიგი ხილისა და ბოსტნეულისთვის 26 მაისიდან რუსული ბაზარი გაიხსნება

მთელი რიგი ხილისა და ბოსტნეულისთვის 26 მაისიდან რუსული ბაზარი გაიხსნება, – ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს” სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ გუშინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

Read More
ახალი ამბები

26 მაისს თელავში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდება (video)

თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის, განატლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა, 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ ბრიფინგი გამართა.
ფიქრია ყუშიტაშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი:
,,საქართველოში 12 თვითმმართველ ქალაქში, 12 საათზე ერთდროულად დაიწყება სხვადასხვა სახის ღონისძიებები და გაჟღერდება მრავალჟამიერი.

Read More
ახალი ამბები

ახმეტაში ,,ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის” და ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებაა (VIDEO)

ახმეტაში კოალიცია ,,ქართულ ოცნებას” ტოვებენ და ,,ბურჯანაძე ერთიან ოპოზიციაში” მიდიან, რამაც პარტიებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.

Read More
ახალი ამბები

კახეთში გოლიათი ქათმები მოაშენეს

“ჩვენი სიამაყეა “ორპინგტონი”-ამ ჯიშის ქათმის გაზრდა და მოვლა საქართველოში არავინ იცოდა”. ინფორმაციას გაზეთი ,,კვირის პალიტრა” ავრცელებს.

“როგორც ჩემი 93 წლის მეზობელი ანზორა პაპა ამბობს, – ქვეყანა ძლიერი მაშინ იქნება, როდესაც სოფლის მეურნეობა აყვავდება. სოფლიდან თუ ყველა ქალაქში გავარდა, უახლოეს 30 წელში საქართველო მარტო თბილისი დარჩებაო. იმ იმედით, რომ ყველაფერი ამ სცენარით არ განვითარდება, ჩვენს კუთხე-კუნჭულს უნდა მივხედოთ და საქმე ვაკეთოთ, ს ა ქ მ ე !”

Read More