,,ქართული ოცნების” თელავის მერობის კანდიდატი სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა
კოალიცია ,,ქართული ოცნების“ თელავის მერობის კანდიდატმა, პლატონ კალმახელიძემ, თელავის ბაგა–ბაღების ხელმძღვანელებთან, პედაგოგებთან და აღმზრდელებთან, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შეხვედრა გამართა.
მან, დამსწრე საზოგადოებას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო – უმუშევრობის რიცხვის შემცირება, ტურიზმის განვითარება თელავში, კანალიზაციის პრობლემების მოგვარება და წყლის მიწოდების გრაფიკის გაუმჯობესება, ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სხვა.
დღესვე, კალმახელიძემ დამსწრე საზოგადოებას კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა და არჩევნებში მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
როგორც შეხვედრაზე პლატონ კალმახელიძემ აღნიშნა დღეისთვის ბაღებში და ზოგადად, ქალაქში ბევრი საკითხია მოსაგვარებელი:
,,ყველა შეხვედრაზე პრობლემების შესახებ ყოველთვის ვეკითხებით ხალხს და ვინიშნავთ. არჩევნებში ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ვპირდები ყველა თელაველს, რომ ვიზრუნებ იმ პრობლემების მოგვარებაზე რაც წინასაარჩევნო შეხვედრებზე გაჟღერდა “.
პლატონ კალმახელიძე სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლებს, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ბაღებში ინფრასტრუქუტრული პრობლემების მოგვარებასა და ხელფასების გაზრდას დაპირდა.