ბლოგები

გოგონა მოკლე თმითა და ცალი საყურით _ ანუ, რას მიქვია პრობლემა?!

„facebook-ზე“ ჩემმა „friend-მა“ ვინმე ნანა ბაგალიშვილის სტატუსი გააზიარა,_“ დღეს წნორში ახალგაზრდები გავერთიანდით! ჩვენ ეს შევძელით! ერთი იდეის გარშემო გავერთიანდით!..“_ეს სიტყვები ემოციური აღმოჩნდა ჩემთვის და სტატუსის სრულად წასაკითხად „continue reading-ს“ დავაკლიკე, რომელიც ასე გაგრძელდა_ „გავერთიანდით იმიტომ, რომ “სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამიდან” წნორისთვის გამოყოფილი 88 919 ლარიდან მოგვეთხოვა თანხა წნორის სტადიონის რეაბილიტაციისთვის; წნორის სკვერში საბავშვო ატრაქციონებისა და გამწვანებისთვის; კვენაკლის სკვერის და სტადიონის გარე განათებისთვის. სპეციალურად ამ დღისთვის, ახალგაზრდები ჩამოვიდნენ თბილისიდან და დღეს უსაზღვროდ ამაყი ვარ, რომ წნორელი ვარ!“_ როგორც ხედავთ, ასევე ემოციურად დამთავრდა სტატუსი და გაუცნობიერებლად შევედი ნანა ბაგალიშვილის „timeline-ზე“, გავხსენი სასაუბრო და ამ ღონისძიების შესახებ სტატიის დაწერა შევთავაზე. ჩვენ შორის თანამშრომლობა ამ დღიდან დაიწყო. ახლა ნანა „ფრენდ ლისტშიც“ მყავს და ყოველდღირადაც ვადევნებ თვალს ამ 22 წლის გოგონას მოტივაციას_შეცვალოს არსებული გარემო თავის სოფელში.

მას შემდეგ, რაც ბაკალავრის სტატუსი მიიღო და პროფესიით ევროპისმცოდნე ნანა სოფელში დაბრუნდა, თანამოაზეებთნ ერთად საინიციატივო ჯგუფი შექმნა და წნორში „ღიმილის დღის“ აღნიშვნა დაიწყეს, მოსწავლეთათვის ესეების კონკურსი გამოცხადდა სათაურით _ „მე რომ ღიმილი ვიყო…“, _შემოდგომის ფესტივალები, გამოფენები, დეკორაციები, დაჯილდოვებები, კინოჩვენებები და დისკუსიები,_ ყველაფერ ამას კი საკუთარი სახსრებითა და მოტივაციით მიაღწიეს.

ახლა ნანა ა(ა)იპ-ი „სამოქალაქო ინიციატივის ( civil Initiative) “ თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. მისი (მათი) პრობლემათა ხედვის არეალიც გაცილებით გაიზარდა_ ნაგავსაყრელად ქცეული სკოლის აუზები, ტყე-პარკები და სოფლების მცირე ხევები, თაროების გარეშე დარჩენილი წიგნები სოფლის ბიბლიოთეკებში,ბუნებრივი აირის გარეშე მცხოვრები ოჯახები, უფუნქციო კულტურის ცენტრები და თეატრის შენობები_ დღეს უკვე მსგავსი სოციალურ-ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას ცდილობს სოფლებში „სამოქალაქო ინიციატივა“ ნანას ხელმძღვანელობით.

რატომ უნდა დაბრუნებულიყო ნანა სოფელში?!

„გავიზარდე გარემოში, სადაც ცხოვრება გამოუვალ მდგომარეობას უდრიდა. მახსოვს, როგორ ნატრობდნენ უფროსები სოფლიდან თავის დაღწევას და სადმე წასვლას. „სადმე“ იყო სიმბოლური წოდება იმ სივრცისა, სადაც მათ ცხოვრებისთვის სრულფასოვანი გარემო ექნებოდათ…და მეც, თინეიჯერობისას, ვოცნებობდი, დედაქალაქში ჩასვლასა და კარიერის იქ აწყობას“. _ოცნება აისრულა კიდეც და ილიას უნივერსისტეტში ჩააბარა. თბილისში საცხოვრებლად სხვა ბევრი სტუდენტივით, ისიც მარტო ჩავიდა . ჩავიდა წინასწარი განწყობით, რომ თბილისი „ჯადოსნურია“. მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, დედაქალაქში ცხოვრების პირველი წელი უნაყოფო აღმოჩნდა: _ “გარემოსთან ადაპტირებაში ბევრი დრო დავხარჯე. არ ვიცოდი კომპიუტერთან მუშაობა, არ მქონდა საკომუნიკაციო უნარები, არ ვიცოდი ლექციების გარდა რა შესაძლებლობები არსებობდა განვითარებისთვის. შეშინებული და დაბნეული ვიყავი, რადგან მანამდე გარდა სკოლა- სახლის გზაზე სიარულისა და რუტინული სასწავლო პროგრამის მომზადებისა, სხვა არაფერი მიკეთებია“.

აქტიური სტუდენტური ცხოვრება მეორე კურსიდან დაიწყო,_“ მონაწილეობას ვიღებდი ნატოს/გაეროს მოდელირებებში, დავდიოდი ლიტერატურულ საღამოებზე, გამოფენებზე, ტრენინგებზე, დისკუსიებზე და ამ პერიოდში კიდევ უფრო მეტად ვიაზრებდი როგორი არასრულფასოვანი გარემო მქონდა სოფლად განვითარებისთვის. იმ დროს მახსოვს, ხარბად ვცილობდი ყველა შესაძლებლობის გამოყენებას, რომ ეს ყველაფერი დამხმარებოდა მოვრგებოდი დედაქალაქის გარემოს და სოფელში აღარასადოეს დავბრუნებულიყავი.

ერთხელაც, როგორც თვითონ ამბობს, ერთ წნორელ მეგობარს გაუჩნდა იდეა, ყველა იმ ახალგაზრდას მოეყარა თავი, რომელიც წნორიდან და მიმდებარე სოფლებიდან თბილისში სასწავლებლად იყვენენ ჩამოსულები და შეექმნდათ პატარა ჯგუფი, რომელიც სოფლების გამოცოცხლებას დაიწყებდა. _ „ ეს იყო ახალი და გონივრული საშუალება, ჩემ მიერ გადალახული პრობლემები ამეცილებინა ახალგაზრდებისთვის და მანამდე მიმეწოდებინა მათთვის საჭირო ინფორმაცია, სანამ თავად შეეჭიდებოდნენ პრობლემებს“.

რატომ აკეთებს ამას?

_ მსურს, ადამიანებს ვაჩვენო ჩვენი სურვილების საქმით ალაპარაკების სიმარტივეზე. განსაკუთრებით ჩვენს თაობას. აი, მაგალითად გვინდა დავანახოთ მათ, რომ ფილმების ჩვენება თუ დისკუსია-განხილვების მოწყობა ძალიან მარტივია და ამისთვის სივრცე ყველგან მოიძებნება , მთავარი აქ ერთმანეთის, როგორც პიროვნებების დანახვისა და განვითარების სურვილია. ჩემი ქმედებით ჩემსავე თანამოქალქეებს მინდა ვუთხრა ,რომ ჩვენ ვართ გარანტები იმისა, თუ როგორ გარემოში მოგვიწევს ცხოვრება. ..

_მინდა, ჩემ გარშემო მყოფებს დავანახო, რომ საკუთარ ფუფუნებებზე უარის თქმა გმირობა ან სირთულე კი არა,_ უბრალოდ სასიამოვნოა“.

_მინდა, ხალხს გაუჩნდეს რწმენა, რომ გლობალური პოლიტიკა იწყებება ჩვენი უბნიდან, თემიდან, სოფლიდან და მის შექმნაში ჩვენ ვთამაშობთ უზარმაზარ როლს და რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ის გარემო, რომელშიც თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობთ.

_მინდა, დავანახო ადამინებს, რომ რაც სამყაროსხელაზე გინდა ის უეჭველად სრულდება და რომ ამას არ სჭირდება არც მაღალი აკადემიური ხარისხები, არც გავლენიანი სანაცნობო წრე, არც დიდი გამოცდილება. მათავარია იძინებდე და იღვიძებდე შენს სურვილებთან ერთად. მთავარია სამყაროს პასუხობდე პოზიტიური სიგნალებით და ისიც დანამდვილებით მოგცემს სასურველ უკუკავშირს.

როგორია ნანას მიღწეული უკუკავშირი?!

„მაღაზიაში მივდიოდი, ყურსასმენებით მუსიკას ვუსმენდი, უცებ ვიღაც მხრებზე ჩამომეკიდა, თავი შევატრიალე და ჩემი თანასოფლელი პატარა სანდრო დავინახე. გაცვეთილი მოკითხვები – როგორა ხარ,_ კარგადა ვარ_ გავიარეთ და სანდრო მოუთმენლად აცმუკებული მეკითხება:
– აი, ის, ტელევიზორში რეკლამა როა, აი, მუნიციპალურ განვითარების ფონდზე ხო იცი?
– არა სანდრო, არ ვიცი, ტელევიზორს არ ვუყურებ. რაო, რას ამბობენ, რა უნდათ?
– სოფლებში რაღაცებს აკეთებენ და შენ მიწერე წნორზე რომ რამე გააკეთონ.
– ვა რა მაგარია! ერთად მივწეროთ გინდა? გინდა, ხვალ ჩვენ ოფისში მოდი, ერთად ვნახოთ რეკლამა და მივწეროთ რა გვინდა. კაი სანდრო?
– კაი, ხვალე მოვალ. რომელზე მოვიდე?

სწორედ სანდროსნაირების გამო ღირს ბრძოლა ჩვენი ქყვეყნისთვისო._მპასუხობს ნანა