თელავის მერის 6 კანდიდატი საჯარო დებატებში ჩაერთო
თელავის მერის 6 კანდიდატი არასამთავრობო და რეგიონული მედიის წარმომადგენელს შეხვდა.
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ თელავის მერობის კანდიდატების საჯარო დებატები გაიმართა. დებატებში მონაწილეობის მისაღებად მერის არჩევნებში რეგისტრირებული 7 კანდიდატი იყო მოწვეული.
„არასაპარლამენტო ოპოზიცია – კახა კუკავა – ფიქრია ჩიხრაძე“დან გიორგი მოსიაშვილი, „ლეიბორისტული პარტიიდან“ ქეთევან ზაქარიაშვილი, „გიორგი გაჩეჩილაძე მწვანეთა პარტიიდან“ ნოდარ მუმლაური, „ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“ თამაზ არჯევანიძე, კოალიცა “ქართული ოცნებიდან” პლატონ კალმახელიძე, „დავით თარხან-მოურავისაქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ ზაზა დევიძე, კოალიცა “ქართული ოცნებიდან” პლატონ კალმახელიძე, ხოლო ერთიანი ნაციომალური მორაობიდან ალექსი ძულიაშვილი.
შეხვედრაში მონაწილეობა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის ლექსო ძულიაშვილის გარდა, ყველა კანდიდატმა მიიღო. მერობის კანდიდატებმა არსამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა შეკითხვებსაც უპასუხეს.
შეხვედრის ფორმატი ყველა კანდიდატისათვის თანაბარი დროის დათმობას ითვალისწინებდა პროექტის „აირჩიე ქალაქის მერი“-ის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” USAID-ის და IFES-ის მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის მიზანია, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და მერების არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხის გაუმჯობესება არჩევნებში ინფორმირებული და გათვითცნობიერებული ამომრჩეველის მონაწილეობის ზრდით. საჯარო დებატებზე დასწრება თავისუფალია.
დამატებით მასალას მოგვიანებით მოგაწვდით.