ახმეტაში ,,ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის” და ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებაა (VIDEO)
ახმეტაში კოალიცია ,,ქართულ ოცნებას” ტოვებენ და ,,ბურჯანაძე ერთიან ოპოზიციაში” მიდიან, რამაც პარტიებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.
ნაირა ღობნელი:
,,გადავწყვიტე ,,ქართული ოცნებიდან” გამოსვლა, რადგან მივხვდი, რომ არ იყო სათანადო პირობები. მივედი განცხადებით ახმეტის ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, მაგრამ უარი მითხრა, განცხადება არც მიიღო. მეორე დღესაც მივედი, მაგრამ ამაოდ. ხოლეგაშვილმა მითხრა წადი თბილიში, ჩვენს ცენტრალურ ოფისში და იქ დაგატოვებინებენ პარტიასო. რაც შეეხება ზეწოლას, ჩემს მიმართ არ ყოფილა. ხოლეგაშვილი ხვდება, რომ ძალიან ბევრი ტოვებს პარტიას. მე რომ მივიტანე განცხადება, იმ დღისით კიდევ ერთმა ბიჭმა დაწერა განცხადება, არც იმისი განცხადება არ იქნა დაკმაყოფილებული. დღემდე არ მაქვს პასუხი ოფიციალურად დავტოვე თუ არა პარტია.’’
ვრცლად ჩვენს ვიდეო-რეპორტაჟში