ახალი ამბები

26 მაისს თელავში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდება (video)

თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა, 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ ბრიფინგი გამართა.
ფიქრია ყუშიტაშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი:
,,საქართველოში 12 თვითმმართველ ქალაქში, 12 საათზე ერთდროულად დაიწყება სხვადასხვა სახის ღონისძიებები და გაჟღერდება მრავალჟამიერი.
ამის გარდა, 26 მაისს, მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ინტელექტ.კლუბის – „რა,სად,როდის?“ საფინალო თამაში, კლასიკური მუსიკის კონცერტი და სხვა. საღამოს 7 საათზე, გაიმართება საზეიმო დასკვნითი კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივებთან ერთად თბილისის ესტრადის მომღერლები. კონცერტი დასრულდება ფეიერვერკით. ღონისძიებები ჩატარდება ერეკლე მეორის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე”.