ახალი ამბები

სკოლის ატესტატის გარეშე 1500-ზე მეტი მეთორმეტეკლასელი დარჩა

ივა მინდაძის თქმით, თითქმის ყველა გამოცდა ერთნაირი სირთულის იყო თუმცა შედეგებიდან გამომდინარე, მოსწავლეებს ყველაზე მეტად რუსული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება გაუჭირდათ. 
რაც შეეხება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, ტესტებში არსებულ შეცდომებთან და ტექნიკულ პრობლემებთან დაკავშირებით – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე აცხადებს, რომ ხმები გაზვიადებულია. 

ამასთან, როგორც ივა მინდაძემ განმარტა, მოსწავლეებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემა საატესტატო გამოცდის შედეგზე არ არის დამოკიდებული და მისი მინიჭების პრეროგატივა სკოლის დირექციას ეკუთვნის.
მეთერთმეტე კლასელთა გამოცდები 16 ივნისს დაიწყება და 19 ივნისს დასრულდება.  სკოლის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა. 38 ათასზე მეტი მეთორმეტეკლასელიდან სკოლის ატესტატის გარეშე გამოცდების მონაწილეთა მხოლოდ 4 % დარჩა. ისინი, ვერც ეროვნულ გამოცდებში მიიღებენ მონაწილეობას. მეორე შანსი კი მომავალ წელს ამავე დროს ექნებათ.

 

ე.წ. გამსვლელი ქულა, რომლის მიღების შემთხვევაშიც ბარიერი დაძლეულად ითვლებოდა- 5.5-ია. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსწავლეთა 2.19%-მა ვერ გადალახა, ინგლისურში – მოსწავლეთა 3.83%-მა, ისტორიაში – 3.89%-მა, რუსულში – 11.85%-მა, გერმანულში – 6.53%-მა, ფრანგულში – 7.9%-მა, გეოგრაფიაში – 1.37%-მა და ფიზიკაში – 3.03%-მა. გამოსაშვები გამოცდების შესახებ Aris.ge-განათლება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს ივა მინდაძეს ესაუბრა.

“უშეცდომო არაფერია, თუმცა ხმები, თითქოს ძალიან ბევრი პრობლემა და ხარვეზი იყო – გადაჭარბებულია. ეს ინფორმაცია, რომ სინამდვილეს შეესაბამებოდეს, ალბათ, უფრო დიდი რეზონანსი მოჰყვებოდა. მოსწავლეებს ტესტები გამოცდიდან ზეპირად, მეხსიერებით გამოაქვთ, შესაძლოა კარგად აღარც ახსოვდეთ,”– განუცხადა ,,კომერსანტს” ივა მინდაძემ. 

სკოლებში გამოცდების ციებ–ცხელება ჯერ არ დასრულებულა. ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე “CAT”–ის გამოცდას მეთერთმეტე კლასელებიც გაივლიან. ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია და ბიოლოგია – ეს ის ოთხი საგანია, რომელთა სწავლებაც მეთერთმეტე კლასში სრულდება და ამ საგნებში მოსწავლის საბაზო ცოდნა გამოცდით შემოწმდება.