ახალი ამბები

ახალი ამბები

ქრთამის აღების ფაქტზე „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელი გიორგი ჩომახაშვილი დააკავა. 

Read More
ახალი ამბები

თელავის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი მანქანები გადაეცა

თელავთან დამეგობრებული გერმანიის ქალაქ ბიბერახის დაფინასებით, თელავის სახანძრო-სამაშველო სამსახურს 2 ახალი მანქანა გადაეცა. 
თელავის ვიცე-მერის, თენგიზ მთვარელიშვილის თქმით, გერმანიის მხარის დახმარებით სახანძრო სამსახურის ავტოპარკი უკვე მეორედ განახლდა. 

Read More
ახალი ამბები

კახეთში 12 მაისამდე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

კახეთის რეგიონში, დღეიდან 12 მაისამდე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. მომდევნო დღეების განმავლობაში, სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის ვარდნას პროგნოზირებენ.

Read More
ახალი ამბები

1 დოლარი 2.3303 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3303 ლარად იქნება შესაძლებელი.

Read More
ახალი ამბები

ხვალ კახეთში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება

ხვალ, 3 მაისს, კახეთში, მსოფლიო მარათონთან დაკავშირებით, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გარკვეულ მონაკვეთზე მტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

Read More
ახალი ამბები

სიღნაღში საოჯახო ტიპის სასტუმროები იხურება

სიღნაღში სავაჭრო ობიექტების დახურვასთან ერთად, იხურება საოჯახო ტიპის სასტუმროებიც. მუნიციპალიტეტში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ნანა კურაშვილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში,სეზონურობიდან გამომდინარე და ვიზიტორების შემცირების გამო, ქალაქში 5 სასტუმრო დაიხურა. მისი თქმით, სასტუმროს მფლობელები მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდნენ.

Read More
ახალი ამბები

იორმუღანლოში ტრაგიკულად გარდაცვლილი ქალის მამას სასამართლომ ჯარიმა შეუფარდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ტრაგიკულად გარდაცვლილი ხანუმ ჯეირანოვას მამას ზაჰიდ ჯეირანოვს, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 250 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა. 

Read More
ახალი ამბები

ჭანდრის საჯარო სკოლის მოსწავლე მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონი გახდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლის მოსწავლე, თენგიზ ნაცვლიშვილი მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონი გახდა. 
თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, სპორტსმენმა 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და გაიმარჯვა.

Read More
ახალი ამბები

აჯი გასანოვის მორიგი სასამართლო სხდომა 13 მაისს გაიმართება

სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები აჯი გასანოვის სასამართლო სხდომა, რომელმაც ცოლის შეურაცხყოფის გამო, თანასოფლელ აფკან გუსეინოვს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, 13 მაისამდე გადაიდო.

Read More
ახალი ამბები

თელავის გამგეობაში კონკურსანტებთან გასაუბრება მიმდინარეობს

ამ წუთებში თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, კონკურსანტებთან გასაუბრების ეტაპი მიმდინარეობს. როგორც გამგეობაში აცხადებენ, უწყების მიერ 46 ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში ტესტირების ეტაპი და მინიმალური ზღვარი 57-მა კონკურსანტმა გადალახა. 

Read More