ქრთამის აღების ფაქტზე „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ თანამშრომელი დააკავეს
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, მის დაქვემდებარაში არსებული ტყის ტერიტორიიდან, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და შემდგომში მასალის უკანონოდ გადაზიდვის პროცესში მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქეებისგან სისტემატურად ახორციელებდა ქრთამის სახით სხვადასხვა ოდენობის თანხის აღებას.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.