კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა
1943-1946 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩისა და მ. რომის სახელოსნო).
რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: “ჩვენი სასახლე” (1953), “ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი” (1954) და მხატვრული ფილმი “მაგდანას ლურჯა” (1955; კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი – “ოქროს რტო” და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოდესტივალზე, ორივე 1956).
გადაიღო მხატვრული ფილმები: “ჩვენი ეზო” (1956, ოქროს მედალი, I პრემია და დიპლომი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე 1957), “მაია წყნეთელი” (1959), “განძი” (1961; დიდი პრიზი დელის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1961), “ზღვის ბილიკი” (1962),”ჯარისკაცის მამა” (1964, პრემია კორკში (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალზე, დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, პრიზი რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, ოთხივე 1965), “ღიმილის ბიჭები” (1969 საქართველოს კომკავშირის პრემია “ჯარისკაცის მამასთან” ერთად, 1970), “ნერგები” (1972; დიპლომი მოსკოვისა და ტაშკენტის საერთაშორისო კონოფესტივალებზე, ორივე 1973), “მშობლიურო ჩემო მიწავ!” (1980; მთავარი პრიზი და დიპლომი ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალზე, 1981; ლენინური პრემია, 1986; 1991 – უარი განაცხადა) და სხვა.
რეზო ჩხეიძე დაჯილდოებულია ორდენებიტა და მედლებით. 1963-1981 წლებში იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი. 1974 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. იყო კინოსტუდია “ქართული ფილმის” დირექტორი.