თელავის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი მანქანები გადაეცა
მისივე განმარტებით, ავტომანქანები უმაღლესი დონის არის და ყველანაირ სტანდარტებს აკმაყოფილებს.
,,ჩვენი გერმანელი მეგობრების, დამეგობრებული ქალაქის, ბიბერახის დახმარებით, უკვე მეორედ გადმოგვეცა ახალი სახანძრო მანქანები, რომელიც არის უმაღლესი დონის და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. აღნიშნული ავტომანქანები დროულად და უმაღლესი სტანდარტით მოემსახურება ქალაქის და სოფლების მცხოვრებლებს. ამის მერე სახანძრო სამსახურის ეკიპაჟები შემთხვევის ადგილზე უფრო სწრაფად მივლენ, ”– განუცხადა KNEWS.GE-ს თენგიზ მთვარელიშვილმა.
გერმანიის ქალაქ ბიბერახის საკრებულოს წარმომადგენელის და პარტნიორული კომიტეტის წევრის, რაინერ ეცინჯერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გერმანული მხარე თელავს სასიკეთო საქმეში კიდევ ერთხელ დაეხმარა.
,,ეს იყო პარტნიორული ქალაქების პროექტი, რომლის ფარგლებშიც თელავისთვის სასიკეთო საქმე გაკეთდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპული დონის კარგი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის ქონა, აქ მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებითვის მნიშვნელოვანია,”- განუცხადა KNEWS.GE-ს ქალაქ ბიბერახის საკრებულოს წევრმა რაინერ ეცინგერმა.