თელავის გამგეობაში კონკურსანტებთან გასაუბრება მიმდინარეობს
გამგეობის ადინისტრაციის სამსახურის უფროსის, ნინო აფციაურის თქმით, 97-მა კონკურსანტმა კი ტესტირებაზე დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ვერ შეძლო.
,, ტესტირებაზე მინიმალური ზღვარი 57-მა კანდიდატმა გადალახა.ახლა კი მიმდინარეობს მათთან გასაუბრება, ამის შესახებ ყველას დაეგზავნათ ინფორმაცია. რაც შეეხება იმ კონკურსანტებს, რომლებსაც არ აკმაყოფილებთ შედეგები, შეუძლიათ გაასაჩივრონ ტესტირების შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ამის შემდეგ გახდება ცნობილი საბოლოო შედეგები”,- განუცხადა knews.ge-ს ნინო აფციაურმა.