ახალი ამბები

სიღნაღში საოჯახო ტიპის სასტუმროები იხურება

ნანა კურაშვილი აცხადებს, რომ ქალაქში სულ 27 სასტუმროა, საიდანაც 7 VIP ტიპისაა. აქედან 5 სასტუმრო (კანუდოსი, ჰელიო, რიგიტე, ნანა ნაცვლიშვილი, მაია ფეიქრიშვილი) ვიზიტორების სიმცირის გამო ამ ეტაპზე დაიხურა. თუმცა არ არის გამორიცხული სასტუმროებმა, სეზონისთვის, თუ ტურისტების ნაკადი მოიმატებს, მუშაობა განაახლონ. სასტუმროებისთვის აქტიურ პერიოდად აგვისტო-ოქტომბრის პერიოდი სახელდება.

კურაშვილის ინფორმაციით, ვიზიტორების მხრიდან ინტერესი საოჯახო ტიპის სასტუმროებზე მოდის. ტურისტები სიღნაღს პოლონეთიდან, უკრაინიდან, ისრეალიდან და რუსეთიდან სტუმრობენ. ინფორმაციას ,,კომერსანტი” ავრცელებს.