ახალი ამბები

ხვალ კახეთში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს” “შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო გაცნობებთ, რომ 3 მაისს, მსოფლიო მარათონთან დაკავშირებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, კახეთში, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეიზღუდება.
მარათონში მონაწილეთა და სტუმრების ავტომანქანებისათვის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციამ პარკირების ადგილი გამოყო”, -ნათქვამია განცხადებაში.