ახალი ამბები

ჭანდრის საჯარო სკოლის მოსწავლე მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონი გახდა

 ახალგაზრდა სპორტსმენს მკლავჭიდის ფედერაციამ მედლები და თასი გადასცა. 
,,მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონატი თბილისში ჩატრადა და მასში 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. შევეცადე, თავი არ დავზოგე და გავიმარჯვე. ვაპირებ კიდევ ვივარჯიშო და მივიღო მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატში,”– განაცხადა თენგიზ ნაცვლიშვილმა.