ახალი ამბები

ახალი ამბები

წნორის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის 8 მილიონი ლარი დაიხარჯება

წნორის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით, დაბა წნორის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

Read More
ახალი ამბები

სოფელ ნუკრიანში ახალი სკვერი გაიხსნა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ახალი სკვერი გაიხსნა. სკვერის გახსნას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მაჟორიტარი დეპუტატი გელა გელაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

Read More
ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსანტების თანამდებობებზე დანიშვნის პროცესი მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსანტების, რომლებმაც გასაუბრები ეტაპი გადალახეს თანამდებობებზე დანიშვნის პროცესი მიმდინარეობს. 

Read More
ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა 13 ვაკანსიაზე კონკურსს ხელახლა გამოაცხადებს

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა 13 ვაკანსიაზე კონკურსს ხელახლა გამოაცხადებს. როგორც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნულ თანამდებობებზე კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა, რადგან გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

Read More
ახალი ამბები

ქალაქ თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თვითმმართველ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული თანამდებობა თეონა მიქელაძემ დაიკავა.

Read More
ახალი ამბები

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევროპული დიპლომი გადაეცა

ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევროპული დიპლომი გადაეცა. 
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების (ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, და სამი ბუნების ძეგლი: ტახტი-თეფას ტალახის ვულკანი, ალაზნის ჭალის ტყე და არწივის ხეობა) ევროპული დიპლომის კანდიდატად წარდგენა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ 2014 წლის დასაწყისში მოხდა.

Read More
ახალი ამბები

კახეთში 11 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

გუშინ, გვიან ღამით, მოსულმა ძლერმა წვიმამ ახმეტის, საგარეჯოს, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებს ენერგომომარაგების პრობლემა შეექმნა და ქსელიდან ავარიულად გამოირთო.

Read More
ახალი ამბები

ჩუმლაყში გაყიდული საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით აქცია გაიმართა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის მოსახლეობამ გაყიდული საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.
ადგილობრივები გასხვისებული და გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ და მუნიციპალიტეტის გამგებელს სამ დღეში პრობლემის მოგვარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.

Read More
ახალი ამბები

თელავის მედია კაფეში ჟურნალისტებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს

თელავის მედია კაფეში ჟურნალისტებისთვის სამდღიანი ტრენინგი ,,ადგილობრივი ინფორმაციული პორტალი როგორც ცალკეული მედია პროდუქტი” დაიწყო, რომელსაც პოლონელი მედია ექსპერტები ატარებენ, რომლებიც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილობრივი გაზეთისა და პორტალის გამომცემლები არიან.

Read More
ახალი ამბები

“ცოცხალი წიგნები” გურჯაანში

“პოეზიის მეგობართა კლუბი”, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში ახორციელებს პროექტს “ცოცხალი წიგნები”.

Read More