ახალი ამბები

კახეთში 11 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

სს,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის” ქსელის ექსპლუატაციის სამსახურები აღდგენით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა, შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტს ენერგომომარაგების მიწოდება აღუდგა, თუმცა, ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება გურჯაანის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების სოფლები: კარდენახი, ვეჯინი, ძირკოკი, ჭანდარი, გვიმრიანი, აფენი, ლელიანი, ჭაბუკიანი, ცოდნისკარი, ულიანოვკა და სვიდება.
სს “კახეტის ენერგოდისტრიბუციაში აცხადებენ, რომ ხაზზე საძიებო და აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. უწყების ინფრომაციით, რამდენიმე საათში რეგიონის ენერგომომარაგებაში წარმოქმნილი პრობლემები სრულად აღმოიფხვრება.