ახალი ამბები

ჩუმლაყში გაყიდული საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ადგილობრივები ამბობენ, რომ 5 ივნისს ისინი სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიული ორგანოს შენობაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს გივი გერგიძეს შეხვდებიან და მიწების დაბრუნების მოთხოვნას პირადად მას წაუყენებენ.
,,სოფელში ძროხა ან ღორი აღარ ვიყოლიოთ შვილო, სად გავრეკო საქონელი, რა ვქნა?! გაგვიყიდეს რაც კი საძოვრები იყო” – განუცხადა knews.ge-ს ბეჟან რუხაძემ.