ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსანტების თანამდებობებზე დანიშვნის პროცესი მიმდინარეობს

როგორც გამგეობაში აცხადებენ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობებზე დასანიშნად კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატთა ვინაობა უკვე წარუდგინა.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო- საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან ბერძენაშვილის თქმით, საკრებულოსა და გამგეობაში ვაკანტურ თანამდებობებს კონკურსში გამარჯვებული 33 პირი დაიკავებს.
,,მიმდინარეობს გამარჯვებული კონკურსანტების თანამდებობებზე დანიშვნის პროცესი. გასაუბრების ეტაპზე 96 კანდიდატი იყო გადასული, საიდანაც 12 პირი არ გამოცხადდა. 51 კანდიდატს უარი ეთქვა თანამდებობაზე დანიშვნაზე, ხოლო 33 პირი სასურველ ვაკანტურ ადგილს დაიკავებს”,- განუცხადა Knews.ge-ს ლევან ბერძენაშვილმა.