ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა 13 ვაკანსიაზე კონკურსს ხელახლა გამოაცხადებს

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო- საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან ბერძენაშვილის თქმით, ვაკანსიებზე კონკურსი ხელახლა უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
,,თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასრულდა კონკურსანტებთან გასაუბრება. გამოცხადებული 46 ვაკანსიიდან მხოლოდ 33 ვაკანტური ადგილი შეივსო, დარჩენილ 13 ვაკანსიაზე კი კონკურსი ხელახლა უახლოეს პერიოდში გამოცხადდება”,– განუცხადა knews.ge-ს ლევან ბერძენაშვილმა.