ახალი ამბები

ქალაქ თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თელავის ვიცე-მერის, თენგიზ მთვარელიშვილის თქმით, გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი გამოცდილი კადრია.
,,აქამდე გაერთიანების ხელმძღვანელი იყო ნათია ქარჩაიძე, რომელიც წარმატებული იყო, თუმცა მან მოისურვა, რომ დაეტოვებინა ეს პოზიცია. აღნიშნული თანამდებობა კი თეონა მიქელაძემ დაიკავა, რომელიც პროფესიონალი და გამოცდილი კადრია. ახალი ხელმძღვანელი ოფიციალურად 28 მაისს ქალაქის მერმა დანიშნა და ის უკვე ასრულებს თავის მოვალეობას. ვფიქრობთ, რომ თეონა მიქელაძე თავის მოვალეობას წარმატებით შეასრულებს”,– განუცხადა Knews.ge-ს თენგიზ მთვარელიძვილმა.
შეგახსენებთ, თვითმმართველ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნათია ქარჩაიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 
,,დიდი ხანია, რაც მინდოდა ამ თანამდებობიდან წასვლა. თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრშიც ვარ ხელმძღვანელ თანამდებობაზე, გარდა ამისა არის სხვა საკითხებიც, რომლის გამოც ბევრი საქმე მქონდა და ამიტომ გადავწყვიტე დაკავებული პოზიციიდან წასვლა,”- განუცხადა knews.ge-ს ნათია ქარჩაიძემ.