ახალი ამბები

სოფელ ნუკრიანში ახალი სკვერი გაიხსნა

როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, ნუკრიანში სკვერის რეაბილიტაცია „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მიმდინარეობდა და მასზე 29 400 ლარი დაიხარჯა.
მათივე თქმით, პროექტის ფარგლებში სკვერში მოეწყო შესასვლელი ბილიკები, მოწესრიგდა ნიადაგი, ცენტრალურ ადგილას განთავსდა სცენა. 
უწყების ინფორმაციით, დასასვენებელ პარკში ასევე გაკეთდა განათება, დაიდგა სკამები და პარკის გარეთ ავტომანქანების მოსაცდელი მოეწყო.