ახალი ამბები

ახალი ამბები

1 აგვისტოდან რძის პროდუქტების ეტიკეტზე ახალი ტერმინები გაჩნდება

2015 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის #152 დადგენილება „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“. 

Read More
ახალი ამბები

თელავში თავისუფალი კინოჩვენებების ვორქშოფი ჩატარდა

თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თავისუფალი კინოჩვენებების ვორქშოფი ჩატარდა. „თავისუფალი კინოჩვენებები“ აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ან ამ რეგიონებთან მჭიდრო კავშირის მქონე კინომოყვარულებს. 

Read More
ახალი ამბები

კახეთის რეგიონში დღეს სეტყვაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს კახეთის რეგიონის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში სეტყვაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭიქით.

Read More
ახალი ამბები

ჩინეთში ქართული ღვინის სახლი გაიხსნა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ზაჯანგის პროვინციის ქალაქ იუს ცენტრალურ უბანში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გახსნა ქართული ღვინის სახლი, სადაც მშრალი, ნახევრადმშრალი და ნახევრადტკბილი ღვინოების ოცდაათამდე სახეობა იქნება წარმოდგენილი.

Read More
ახალი ამბები

რადიო ჰერეთი თბილისში მაუწყებლობას დაიწყებს

რადიო ჰერეთი თბილისში მაუწყებლობას იწყებს. რადიო სამაუწყებლო კომპანია ლიცენზიის მფლობელი ტალღაზე FM 93.5 გახდა. ერეთი საძიებო სისტემაში FM-ზე პირველი რადიოსადგური იქნება. ჰერეთი საძიებო სისტემაში FM-ზე პირველი რადიოსადგური იქნება. 

Read More
ახალი ამბები

მიკრო-მეწარმეების კონკურსი დაიწყო

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია და პოლონეთის მიკროსაფინანსო ცენტრი (MFC) ატარებს მიკრო-მეწარმეების კონკურსს – „მიკრო-მეწარმე 2015“. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონში მიკრო-მეწარმეობის განვითარებას და გამოავლინოს ისეთი წარმატებული მიკრო-მეწარმეები, რომლებიც უძღვებიან და ავითარებენ საკუთარ ბიზნესსა და წარმოებას.

Read More
ახალი ამბები

სოფელ ვარდისუბანში სეტყვამ ვენახები გაანადგურა (PHOTOS)

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარდისუბანი დაისეტყვა. ადგილობრივების განცხადებით, სეტყვა გრძელდებოდა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, რომელმაც ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები და ხეხილის ბაღები მთლიანად გაანადგურა.

Read More
ახალი ამბები

ძლიერმა ქარმამ თელავში ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა

ძლიერმა წვიმამ და ქარმა თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. 

Read More
ახალი ამბები

ძლიერმა წვიმამ თელავში მოვაჭრეები რამდენიმე ათასი ლარით დააზარალა (photos)

თელავში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მოვაჭრეები დგანან, მთლიანად დატბორა. 

Read More
ახალი ამბები

თელავის გამგეობასა და საკრებულოში 25 ვაკანსიაზე 441 განაცხადი შევიდა

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში 25 ვაკანტურ ადგილზე კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ვაკანსია გამგეობის 23 და საკრებულოს 2 ვაკანტურ თანამდებობაზე იყო გამოცხადებული.

Read More