ძლიერმა წვიმამ თელავში მოვაჭრეები რამდენიმე ათასი ლარით დააზარალა (photos)
მოვაჭრე მანანა მუხტაროვა ამბობს, რომ ძლიერმა ქარმა და წვიმამ 2000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენა და გასაყიდად გამოტანილი ტანსაცმელი გაუნადგურა. მუხტაროვას განმარტებით, ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი მისი ერთადერთი საარსებო წყაროა.
,,ნიაღვარმა გამინადგურა ყველაფერი. ნასკებით ვვაჭრობ და დაახლოებით 2000 ლარის ოდენობის საქონელი მქონდა გამოტანილი, სულ დამისველდა და გადასაყრელი გახდა, რომ მინდოდეს გაყიდვა ვინღა იყიდის. ობლები მყავს დავცილობ პურის ფული გამოვიმუშაო ახლა რა უნდა ვქნა არ ვიცი”,– განუცხადა Knews.ge-ს მანანა მუხტაროვმა.
წვიმამ რამდენიმე ათეულ მოვაჭრეს დახლები და გასაყიდად გამოტანილი ხილი და ბოსტნეულიც მთლიანად გაუნადგურა. წყლით გაივსო ნაყინის მაცივრებიც.
,,წამოვიდა სეტყვა, წვიმა, ქარიშხალი და გარეთ მქონდა ნაყინის მაცივარი. ის მთლიანად წყლით აავსო. ბურახის კასრიც წამიქცია. გამინადგურა დახლი, ზარალი არ ვიცი რამდენია ჯერ 600 ლარის ნაყინი მქონდა მაცივარში და მთლიანად გადასაყრელია”,-განუცხადა Knews.ge-ს მოვაჭრე თამარ ბუქურმა.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბანკიდან კრედიტი აქვთ გამოტანილი, თუმცა არ იციან, ვალს როგორ დაფარავენ, რადგან სეტყვამ საქონელი მთლიანად გაუნადგირა.
,,ყველაფერი გაგვინადგურა წყალმა, რომ გამოვიტანოთ საქონელი ხვალ და გავყიდოთ აღარ გვაქვს, არადა ყველაფერი ბანკის ვალებით გვქონდა გამოტანილი, რა უნდა ვქნათ არ ვიცით”,– განაცხადა ლალი კბილაშვილმა.