ახალი ამბები

ძლიერმა ქარმამ თელავში ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა

შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი. knews.ge-ს თელავის მერიის პრესსპიკერმა, მურად ფანცქალაშვილმა განუცხადა, რომ დაზიანებული სახუარვის შესაკეთებლად ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოფა და სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. 
„ქარმა ალაზნის გამზირზე 5 სართულიანი კორპუსის ნაწილს სახურავი გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ხვალიდან სახურავის გამოცვლაც დაიწყება“, – განუცხადა Knews.ge-ს მურად ფანცქალაშვილმა. 
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 18 ივლისის ჩათვლით წვიმა ელჭექით, ზოგან კი სეტყვაა მოსალოდნელი.