თელავის გამგეობასა და საკრებულოში 25 ვაკანსიაზე 441 განაცხადი შევიდა
განახადების მიღება უკვე დასრულებულია და 25 ვაკანტურ ადგილზე 441 განაცხადია დარეგისტრირებული. ,,კონკურსანტებს განაცხადის გასაკეთებლად 9 ივლისამდე ჰქონდათ ვადა. გამოცხადებულ 25 ვაკანსიაზე სულ შემოსულია 441 განაცხადი აქედან გამგეობაში გამოცხადებულ 21 ვაკანტურ თანამდებობაზე 389 განაცხადია შემოსული, ხოლო საკრებულოში 2 ვაკანსიაზე 52 განაცხადი”,– განუცხადა Knews.ge-ს ანა ჩაკვეტაძემ.
მისივე თქმით, კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად, რომელიც საბუთების გადარჩევას, ტესტირებას და გასაუბრებას მოიცავს.
კონკურსანტებმა მესამე ეტაპზე გადასასვლელად მინიმალური კომპეტენციის 51%-იანი ზღვარი უნდა გადალახონ. იმ კონკურსანტებს, რომლებმაც ტესტირებაზე მუნიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მათ დასაქმებაზე უარი უთხრა, კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული ქულები შეუნარჩუნდებათ. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ 25 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი 30 ივნისს გამოაცხადა.