საარსებო მინიმუმმა იანვარში 141.9 ლარი შეადგინა
მიმდინარე წლის იანვარში, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 141.9 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა 268.7 ლარი.
გასული წლის იანვარში საშუალო მომხმარებლისთვის საარსებო მინიმუმი – 136.6 ლარი იყო, ხოლო საშუალო ოჯახისთვის კი 258.7 ლარი. ანუ, საარსებოდ ერთ ადამიანს მიმდინარე წლის იანვარში 5.3 ლარით მეტი თანხა, ხოლო საშულო ოჯახს კი 10 ლარით მეტი სჭრიდებოდა.
