კახეთში ხვალიდან ამინდი შეიცვლება
17 თებერვლიდან აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი შეიცვლება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურში აცხადებენ, რომ ხვალიდან აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა და თოვლჭყაპია მოსალოდნელი:
,,ხვალ წვიმა, ხოლო 18 თებერვალს თოვლჭყაპია მოსალოდნელი, მთაში – თოვლი. კახეთში, 17 თებერვალს, დღისით და ღამითაც ერთნაირი ტემპერატურა, +1;+6 გრადუსი დაფიქსირდება”.
სინოპტიკოსთა პროგნოზის მიხედვით, კახეთში, ხვალ ღამით, ყინვა -4 გრადუსი დაფიქსირდება, დღისით +5 გრადუსი სითბო იქნება. 19 თებერვალს ღამით -6 გრადუსი ყინვა, დღისით +3 გრადუსი სითბო შენარჩუნდება.
20-21 თებერვლიდან ამინდი შედარებით გაუმჯობესდება, აღმოსავლეთ საქართველოში სითბო +9 გრადუსამდე აიწევს.
სინოპტიკოსთა გრძელვადიანი პროგნოზის მიხედვით, 22-28 თებერვალს, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +14 გრადუსამდე აიწევს, ხოლო ღამით +5 დაფიქსირდება.