თელავის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისია გასაუბრების შედეგებს აჯამებს
თელავის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისია კონკურსანტებთან გასაუბრების შედეგებს აჯამებს. კომისიის მუდმივმოქმედი თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძეს თქმით, ტესტირებაზე გადასული 147 მონაწილისგან გასაუბრებაზე 120 გამოცხადდა:
,,ამ დროისთვის საკონკურსო კომისიის წევრები ინდივიდუალურად მუშაობენ და გასაუბრების შედეგებს აჯამებენ. კომისია უახლოეს მომავალში შეიკრიბება და საბოლოო შედეგებს შევაჯამებთ, მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა. მინდა ავღნიშნო, რომ ყველა კონკურსანტი იყო ინფორმირებული გასაუბრების თარიღთან დაკავშირებით, თუმცა 27 მათგანი არ გამოცხადდა. შერჩეული კანდიდატები კი დასამტკიცებლად მერიასა და საკრებულოს წარედგინება”,- განუცხადა knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.
მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საბოლოო შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვების მოთხოვნითაც კომისიას უკვე მიმართეს. თხლაშიძისვე განცხადებით, კომისიის წევრები ამ საკითხის შესახებ იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ.