სურსათის ეროვნული სააგენტო ინსინერატორების დამონტაჟებას იწყებს
დაავადებებისგან დაცემული ცხოველების ინსინერატორის მეშვეობით განადგურების დანერგვა, ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
ინსინერატორი – ეს არის სპეციალური წვის ღუმელი, სადაც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხდება დაავადებულ ცხოველთა ლეშისა და სხვა ბიოლოგიური ნარჩენების განადგურება.
დაცემული ცხოველის ლეშის გატანა მოხდება სპეციალური მანქანების მეშვეობით, რის შემდეგაც ბიოუსაფრთხოების წესების სრული დაცვით მოხდება დაცემული ცხოველის ლეშისა და სხვა ბიოლოგიური ნარჩენების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება და მათი ინსინერატორის მეშვეობით უნარჩენოდ განადგურება. აღნიშნული მეთოდის დანერგვა, მინიმუმამდე შეამცირებს ცოცხალი ორგანიზმების დასნებოვნების რისკსა და გარემოს დაბინძურებას.